Evergreen კატალოგის (https://evergreen.tsu.ge) გამოყენების ინსტრუქცია

  1. სასურველი ლიტერატურის მოსაძებნად მთავარი გვერდის ( იხ.სურ. ) საძიებო ველში Search ჩაწერეთ ეგრეთწოდებული საკვანძო სიტყვები, რომლებიც ასახავენ სასურველი ლიტერატურის ძირითად შინაარს ან კონკრეტულ მონაცემებს, მაგ. ავტორის გვარსა და სახელს. საჭიროების შემთხვევაში Type ველში შეარჩიეთ ის სივრცე, სადაც კატალოგის სისტემაში სავარაუდოდ განლაგებულია თქვენ მიერ შერჩეული საკვანძო სიტყვები: "საკვანძო სიტყვა", "სათაური", "ჟურნალის სათაური", "ავტორი", "თემა", "სერიული ნომერი". Format და Library ველები დატოვეთ შეუცვლელი თუ ზუსტად არ იცით რას (მაგ.SD დისკებს) და სად (კონკრეტულ სამკითხველო დარბაზში)ეძებთ.
  2. ჩაწერეთ საძიებო სიტყვები თანამიმდევრულად, მაგ. : გაიპარაშვილი რედაქტორი, ან, სამეცნიერო ნაშრომი. ამ შემთხვევაში სცადეთ სხვადასხვა Type ველი: "სათაური", "საკვანძო სიტყვა", "თემა".
  3. გაითვალისწინეთ, რომ სისტემას არ ესმის გრამატიკული ბრუნვა: ანუ თუ ჩაწერთ: სამეცნიერო ნაშრომი, სისტემა ვერ მოძებნის ლიტერატურას სადაც ბიბლიოგრაფიულ აღწერაში (სხვადასხვა ველების ერთობლიობა) ნახსენებია: სამეცნიერო ნაშრომის.
  4. ამ შემთხვევაში სიტყვის ბოლოს გამოიყენეთ სპეციალური სიმბოლო: * მაგალითად: სამეცნიერო ნაშრომ* და სისტემა მოძებნის დოკუმენტებს, რომელთა აღწერაში არის ტერმინები: სამეცნიერო ნაშრომების, სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო ნაშრომთა და ასე შემდეგ.
  5. თუ ეძებთ ლიტერატურას, რომლის სათაური იწყება კონკრეტული სიტყვით, მის თავში უნდა განათასვოს ^ ნიშანი. მაგ. ^ნაშრომი. თუ ეძებთ ლიტერატურას, რომლის სათაური თავდება კონკრეტული სიტყვით, მის ბოლოს უნდა განათასვოს $ ნიშანი. მაგ. ნაშრომი$.
  6. საძიებო დავალებაში განთავსებული რამდენიმე ტერმინი (დესკრიპტორი) არ იძებნება როგორც ცალკე აღებული ფრაზა. ისინი იძებნება ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების ველის შემადგენლობაში შემავალ წინადადებაში, თუნდაც სხვადასხვა ადგილას განლაგებული. დოკუმენტების აღწერაში კონკრეტული ფრაზის მოსაძებნად გამოიყენეთ ბრჭყალები , მაგ.: "ანდრია აფაქიძის კოლექცია", ან "სამეცნიერო ნაშრომი". ამ შემთხვევაში დამატებითად სცადეთ სხვადასხვა Type ველი: "სათაური", "საკვანძო სიტყვა", "თემა".
  7. ისეთი ლიტერატურის მოძიებისთვის, სადაც, მაგალითად, გაშუქებულია ეკონომიკის ან ბიზნესის საკითხი, გამოიყენეთ OR საძიებო სიტყვებს შორის. მაგ.: ეკონომიკა OR ბიზნესი.
  8. ისეთი ლიტერატურის მოძიებისთვის, სადაც გაშუქებულია ეკონომიკის და ბიზნესის საკითხები ერთდროულად, გამოიყენეთ AND საძიებო სიტყვებს შორის მაგ.: ეკონომიკა AND ბიზნესი.
  9. ამ ტექნოლოგიის უფრო გაშლილად, ველების სხვადასხვა ტიპის (Type) ერთდროულად გამოსაყენებლად, გამოიყენეთ მთავარი გვერდის ზედა ნაწილში განლაგებული მენიუ და ქვემენიუ: გაფართოებული ძიება (განვრცობილი ძიება). ამ საძიებო დავალების შედგენა ლოგიკურად გასაგებია.
  10. გამოიყენეთ მინუსის სიმბოლო არასასურველი საძიებო სიტყვების წინ მაგ.: გაიპარაშვილი -რედაქტორი. ამ შემთხვევაში მოძიებული ლიტერატურის სიაში არ მოხდება დოკუმენტები სადაც გაიპარაშვილი მოხსენიებულია როგორც რედაქტორი.
  11. შესაძლებელია კლასიფიკაციის ინდექსებით ან ბარკოდებით მოძებნა თუ ისინი თქვენთვის ცნობილია: მაგ.: 342.518 ყ–261 Shelf Browse (ძიება თაროს მიხედვით) OR 900000935420. ამისთვის მთავარი გვერდის ზედა ნაწილში განლაგებულ მენიუში გადადით "გაფართოებული ძიება"-ზე და შეარჩიეთ ქვე-მენიუ "ძიება მნიშვნელობით". Field ველში შეარჩიეთ ძიების სასურველი პარამეტრი, მაგ. Item Barcode და Identifier ველსი ჩაწერეთ საჭირო კოდი. Search Library დატოვეთ უცვლელი. დააჭირეთ Search ღილაკს.
  12. მთავარ მენიუში განლაგებულ მენიუს "ექსპერტული ძიება"-ს იყენებენ მხოლოდ ბიბლიოთეკარები.
  13. ნაძებნი ლიტერატორის სიაში დოკუმენტების სათაურები წარმოადგენენ ბმულებს (იხ.სურ.1). ამ ბმული დაჭერისას ამოვა ამ ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია, მისი სტატუსი (ხელმისაწვდომობა) და განლაგების ადგომდებარეობა (Location). ამ გვერდზე შესაძლებელია ამ დოკუმენტის დაჯავშნა - Place Hold. „Add to basket“ - კალათაში ჩამატება - შერჩეული ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების ან ძიების შედეგების დროებით კოლექციაში ჩამატებას ნიშნავს. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააჯგუფონ სათაურები ჯგუფური ქმედებებისთვის, როგორიცაა დაჯავშნის განთავსება, სათაურის დეტალების დაბეჭდვა ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, ამ სიის შედგენა და შენახვა მომავალი გამოყენებისთვის. "Print" - გვერდის დაბეჭდვა. "Email" - გვერდის ელფოსტით გადაგზავნა. "Permalink" - ბმულის შემოკლებაა. "Desable Highlighting" - მონიშვნის გაუქმება. სტატუსის ველში ნაჩვენებია დოკუმენტის ხელმისაწვდომობა და მისი საცავში დაბრუნების თარიღი - Due Date (იხ.სურ. იხ.სურ. ).
  14. მთავარი გვერდიდან შესაძლებელი თქვენი უკვე არსებული და ბიბლიოთეკის მთავარ კორპუსში აბონემენტის განყოფილებაში შექმნილი აბონემენტის ჩანაწერების (გამოტანილი ლიტერატურის) შემოწმება. ვაჭერთ My Account ბმულს და შეჰყავთ ბარათის ნომერი (Library Card Number) და პაროლი PIN ((იხ. სურ. იხ.სურ. ). როგორც წესი, თქვენი ბარათის ნომერი თქვენი პირადი ნომერია. თუ პაროლი დაგავიწყდათ, მისი დისტანციურად აღდგენა შეუძლებელია - მოგიწევთ ბიბლიოთეკის აბონემენტში მოსვლა (თსუ ბიბლიოთეკა. უნივერსიტეტის ქ.11).
  15. შემდეგ ვაჭერთ My Account ღილაკს (იხ. სურ. იხ.სურ. ). და ამოსულ ფანჯარაში გამოტანილი წიგნების სიის დასათვალიერებლად ვაჭერთ Items Checked out (იხ. სურ. იხ.სურ. ). ამოვა ფანჯარა თქვენ მიერ გატანილი წიგნების სიით, და დაგვიანებული დაბრუნების გადაცილებული ვადის ეგზემპლარები წითლადაა მონიშნული (იხ. სურ. იხ.სურ. ">
    მნიშვნელოვანი შენიშვნა: დიპლომის ასაღებად სტუდენტს დასჭირდება აბონემენტის განყოფილების ცნობა გატანილი წიგნების დაბრუნების შესახებ.